ვინ ახორციელებს პროექტს

რუსთაველის ფონდის დაფინანსებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს საზაფხულო ფსიქოანალიტიკურ სკოლას საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოებასთან ბერლინის ფსიქოანალიტიკურ უნივერისტეტთან და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

საზაფხულო სკოლის თემატიკა

საზაფხულო სკოლის თემატიკას წარმოადგენს ფსიქოანალიზი და ინტერკულტურალიზმი, მასობრივი ტრავმატიზაციის ფსიქოანალიტიკური ხედვა, თუ  როგორ ეხმაურება ფსიქოანალიტიკური თეორია და პრაქტიკა   მიგრაციის პრობლემებს საქართველოსა და დღევანდელ ევროპაში,  თანამედროვე ფსიქოანალიტიკური ტექნიკები  ტრავმასთან გამკლავებისთვის.  

მიგრაციის პრობლემები, იძულებითი  გადაადგილება და მასობრივი ტრავმატიზაცია  მტკივნეული  საკითხია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე თანამედროვე ევროპისათვის.   ფსიქიკური ტრავმა თაობებს გადაეცემა და  მისი შედეგები მთელი საზოგადოების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და  ფსიქოსოციალურ ფუნქციონირებაზე აისახება. ჩვენი   საზოგადოება  წინა საუკუნის ტრავმების,  ომის მიერ მიყენებული ჭრილობების გადამუშავებას და დანაკარგის გაცნობიერების პროცესშია. ამ საკითხთან დაკავშირებით დგას შესაბამისი სერვისების ჩამოყალიბება    ჯანდაცვის  სისტემაში,  რაც სერიოზულ  კვლევას მოითხოვს. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილი პროფესიონალების ცოდნის გაზიარება.    

ფსიქიკური ტრავმის ფსიქოანალიტიკურ  თეორიაზე  დაყრდნობით,   სპეციალისტებმა  შეიმუშავეს   ტრავმირებულ პაციენტებთან მუშაობის  ფსიქოდინამიური მეთოდები,  რომლებიც ტრავმატიზაციის მძიმე შედეგებს  აღმოფხვრიან. ფსიქოანალიტიკურ საზაფხულო სკოლაში მოვიწვიეთ ფსიქოანალიტიკოსები, რომლებსაც აქვთ კვლევები და პუბლიკაციები   მიგრაციისა და ფსიქიკური ტრავმის საკითხებზე. საზაფხულო სკოლის  მსმენლები გაეცნობიან მასობრივი ტრავმის ცნებას,  თუ როგორ ხსნის ტრადიციული და თანამედროვე ფსიქოანალიტიკური თეორია   მიმდინარე მასობრივ პროცესებს; სკოლის მუშაობის პროცესში სტუდენტები გაეცნობიან, თუ  რა გზებსა და ხერხებს პოულობენ    ფსიქოანალიტიკოსები  ამ პრობლემების გადასაჭრელად   როგორც თავის კაბინეტებში კონკრეტულ პიროვნებასთან მუშაობისას,  ასევე ლტოლვილთა ბანაკებში მუშაობიდან  მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე. საზაფხულო ფსიქოანალიტიკური სკოლს  მსმენელებს საშუალება ექნებათ გაერკვნენ,  თუ რამდენად  მნიშვნელოვანია   შესაბამისი ფსიქოთერაპიული  სერვისების  დამკვიდრება  ჯანდაცვის სფეროში, გაეცნობიან  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.   

სკოლის მასწავლებლებად მოწვეულნი არიან   გერმანელი, ნიდერლანდელი  და ლატვიელი   საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის   ექვსი ფსიქოანალიტიკოსი;   ორი მათგანი  გერმანიისა და ნიდერლანდების ფსიქოანალიტიკური საზოგადოების ექს- პრეზიტენტია;    მოხარულები ვართ, რომ სკოლის მუშაობაში მონაწილეობაზე დაგვთანხმდა პროფ. ჰ.კეხელე- სამი პრემიის ლაურეატი.  სკოლაში  მონაწილე მეცნიერებისა და მათ მიერ  წარმოდგენილი პროგრამის მნიშვნელობის  გამო,  ორი  ფსიქოანალიტიკოსი  სკოლის მუშაობას თვითდაფინანსებით შემოუერთდა.  სტუდენტებს  იშვიათი შესაძლებლობა მიეცემათ, რომ დაესწრონ  საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების  წევრების  მიერ   წარმოადგენილი კლინიკური შემთხვევების განხილვასა და სუპერვიზირებას ასეთი გამოცდილი ანალიტიკოსების მიერ .  სკოლის  აუდიტორია გაეცნობა კლინიკური მუშაობის ტექნიკას და თეორიული ცოდნის პრექტიკულად გამოყენების მაგალითებს,   თერაპიული ეთიკის საკითხებს, ასევე თანამედროვე ფსიქოტრავმატოლოგიურ მიდგომებს პრევენციისა და დახმარების სერვისების სისტემის აწყობის შესახებ.

სტუდენტები  მოაწყობენ    ზ. ფროიდის სტატიების გარჩევას,  სადაც გამოკვლეულია აგრესიის ბუნება,    მასობრივი პროცესები, რომლებიც იწვევენ  აგრესიის აფეთქებებსა და ომებს.     მსმენელები გაიგებენ, თუ რა არის   გამოყენებითი ფსიქოანალიზი,  რომელიც ფსიქოანალიტიკური კუთხით განიხილავს ხელოვნებას, სოციალურ და მასობრივ   პროცესებს.   დაესწრებიან  და მონაწილეობას  მიიღებენ მხატვრული და დაკუმენტური ფილმების ფსიქოანალიტიკურ განხილვაში.

 “სკოლის მუშაობაში   მონაწილეობას მიიღებენ ფსიქოანალიზისა და კლინიკური ფსიქოლოგიის შემსწავლელი   გერმანელი და    ნიდერლანდელი სტუდენტები   და ახალგაზრდა ფსიქოთერაპევტები”.

საზაფხულო ფსიქოანალიტიკური  სკოლის მიზნები

  • ფსიქოანალიზისა  და ფსიქოანალიტიკურად ორიენტირებული ფსიქოთერაპიის სწავლებასა და პოპულარიზაციას საქართველოში; ახალგაზრდა თაობის  მოზიდვას ფსიქოანალიზის შესასწავლად.     
  •  თანამედროვე სამყაროს გამოწვევის – მასობრივი მიგრაციის ფენომენის ახსნას და მისი შედეგების  და ფსიქიკური ჯანმრთელობაზე ზეგავლენის გაცნობიერებას.  
  •  ჯანდაცვის სფეროში ფსიქოთერაპიული სერვისების დანერგვის მნიშვნელობის ახსნა- გაცნობიერებას.
  •  ქართველ ფსიქოთერაპევტთა კვალიფიკაციის ამაღლებას.   
  •  რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებას.
  •  საერთაშორისო სამეცნიერო კავშირების გაღრმავებასა და საერთაშორისო ფსიქოანალიტიკურ სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობას.  
  •  ლტოლვილთა პრობლემების   ფსიქოსოციალური კვლევების ხელშეწყობას   ომის   ტრავმების შედეგების  ფსიქოდინამიური ხედვის დახმარებით.

საზაფხულო სკოლის  სტუდენტებს   ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ  თანამედროვე  ფსიქოთერაპიის    მიღწევებსა და ლიმიტაციებზე;   

მათ საშუალება ექნებათ, გაიაზრონ ფსიქოთერაპიისა და  ფსიქოანალიზის  ადგილი  ფსიქიკური ჯანდაცვის     სფეროში, ასევე,  საქართველოში  ფსიქოთერაპიის კანონის მიღებისა და ამოქმედების  საჭიროება. სტუდენტებს საშუალება ექნებათ  გაესაუბრონ მასწავლებლებს საზღვარგარეთ სწავლის/სტაჟირების პერსპექტივების შესახებ,  დაუსვან მათ  კითხვები მომავალი პროფესიის არჩევასთან  დაკავშირებით.   

უცხოელ   სტუდენტებთან შეხვედრა ქართველ მსმენელს  საშუალებას მისცემს    დაამყაროს საინტერესო კონტაქტები,   უკეთ შეაფასოს   საკუთარი  ცოდნა, შესაძლებლობები   და პერსპექტივები, რაც    პროფესიული განვითარების  მოტივაციას აუმაღლებს. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, უფრო საფუძვლიანად ჩასწვდნენ ამ პროფესიის სიღრმეებსა და თავისებურებებს, რათა  სწორად  განსაზღვრონ მომავალი პროფესიული არჩევანი.        

ფსიქოანალიტიკური კულტურის ჩამოყალიბება და გავრცელება  ხელს შეუწყობს პოსტსაბჭოთა ტოტალიტარული აზროვნების  რეციდივების  აღმოფხვრას ჩვენს საზოგადოებაში,  ბიძგს მისცემს  დემოკრატიული      ღირებულებების დამკვიდრებას, საზოგადოების გაჯანსაღებას.  

მოცემული პროექტის შედეგად ხელი შეეწყობა  სახელოვანი  ქართული  ფსიქოლოგიური სკოლის გაძლიერებას,   ფსიქოანალიტიკური აზროვნებისა და   ცოდნის  გავრცელებას ქვეყნის მასშტაბით,   მომავალში  კი  ქართველ ფსიქოანალიტიკოსთა და ფსიქოთერაპევტთა  კვალიფიციური  კადრების  მომზადებას    ჩვენი ქვეყნის რეგიონებშიც.   
სკოლის მასწავლებლების სამუშაო  ენა:  ინგლისური და   ქართული.

სეზონური სკოლის პროგრამა

  • ფსიქოთერაპია ევროპის   ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში
  • ფსიქიკური ტრავმა და მისი შედეგები; მასობრივი ტრავმა, ადრეული ტრავმა  
  • ტრავმა, მიგრაცია და ფსიქიკური ჯანმრთელობა
  • საერთაშორისო პოლიტიკის (Policy) რეკომენდაციები და ეფექტური ჩარევის გაიდლაინები მიგრაციის ტრავმის შედეგებთან გასამკლავებლად
  • მიგრანტთა თერაპიისათვის მორგებული ფსიქოანალიტიკური ტექნიკები
  • ფსიქოთერაპიული ტექნიკის საკითხები- უკუგადატანა, გათამაშება, რეზონანსი
  • ფსიქოთერაპიული ეთიკის საკითხები
  • ფსიქოანალიზი და ხელოვნება

საზაფხულო სკოლის მასწავლებლები

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოწვეულნი არიან ფსიქოანალიტიკოსები, რომლებსაც   აქვთ კვლევები და პუბლიკაციები   მიგრაციისა და ფსიქიკური ტრავმის საკითხებზე. ფსიქიკური ტრავმის ფსიქოანალიტიკურ  თეორიაზე  დაყრდნობით,   სპეციალისტებმა  შეიმუშავეს   ტრავმირებულ პაციენტებთან მუშაობის  ფსიქოდინამიური მეთოდები,  რომლებიც ტრავმატიზაციის მძიმე შედეგებს  აღმოფხვრიან.

საზაფხულო სკოლისმსმენლები გაეცნობიან მასობრივი ტრავმის ცნებას,  თუ როგორ ხსნის ტრადიციული და თანამედროვე ფსიქოანალიტიკური თეორია  მიმდინარე მასობრივ პროცესებს; სკოლის მუშაობის პროცესში სტუდენტები შეიტყობენ, თუ  რა გზებსა და ხერხებს პოულობენ ფსიქოანალიტიკოსები  ამ პრობლემების გადასაჭრელად   როგორც თავის კაბინეტებში კონკრეტულ პიროვნებასთან მუშაობისას,  ასევე ლტოლვილთა ბანაკებში მუშაობიდან  მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე. საზაფხულო ფსიქოანალიტიკური სკოლს  მსმენელებს საშუალება ექნებათ გაერკვნენ,  თუ რამდენად  მნიშვნელოვანია   შესაბამისი ფსიქოთერაპიული  სერვისების  დამკვიდრება  ჯანდაცვის სფეროში, გაეცნობიან  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

მასწავლებლები

დოქტორი, ფსიქოანალიტიკოსი, IPA, DVP და DGPT_ ს ტრენინგ ანალიტიკოსი


ანდრეას ბილგერი

დოქტორი, ფსიქოანალიტიკოსი, IPA, DVP და DGPT_ ს ტრენინგ ანალიტიკოსი

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ჰოლანდიის ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარების ორგანიზაციის უფროსი მკვლევარი


ვოუტერ გომპეტსი

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, ჰოლანდიის ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარების ორგანიზაციის უფროსი მკვლევარი

ფილოლოგიისა და ლინგვისტიკის მაგისტრი, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის ფსიქოანალიტკოსი, ფსიქოთერაპევტი, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური საზოგადოების პირდაპირი წევრი


ხათუნა ივანიშვილი

ფილოლოგიისა და ლინგვისტიკის მაგისტრი, ევროპის ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის ფედერაციის ფსიქოანალიტკოსი, ფსიქოთერაპევტი, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური საზოგადოების პირდაპირი წევრი

მედიცინისა და ფსიქოლოგიის დოქტორი, ბერლინის საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური უნივერსიტეტის პროფესორი


ჰორსტ კეხელე

მედიცინისა და ფსიქოლოგიის დოქტორი, ბერლინის საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური უნივერსიტეტის პროფესორი

მედიცის დოქტორი, დოქტორის კანდიდატი დეპრესიის კვლევაში


სილვია ლეინიესე

მედიცის დოქტორი, დოქტორის კანდიდატი დეპრესიის კვლევაში

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი, მოზრდილთა ფსიქიატრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი ფსიქიატრი


ნინო მახაშვილი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი, მოზრდილთა ფსიქიატრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი ფსიქიატრი

ფსიქოლოგიის მაგისტრი, ფსიქოანალიტიკოსი, Alexander-Mitscherlich-Institut for Psychoanalysis and Psychotherapy Kassel_ ის პრეზიდენტი, გერმანული ფსიქოანალიტიკური საზგოადების პრეზიდენტი 2006-2008 წლებში, COWAP_ის წევრი


გერტრუდ შლეზინგერი

ფსიქოლოგიის მაგისტრი, ფსიქოანალიტიკოსი, Alexander-Mitscherlich-Institut for Psychoanalysis and Psychotherapy Kassel_ ის პრეზიდენტი, გერმანული ფსიქოანალიტიკური საზგოადების პრეზიდენტი 2006-2008 წლებში, COWAP_ის წევრი

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის დოქტორი,ფსიქოანალიტიკოსი, ნევროლოგი, ფილოსოფიის ბაკალავრი, ბავშვთა ფსიქოანალიტიკური ტრენერი და სუპერვიზორი ანალიტიკოსი


იააპ უბელსი

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის დოქტორი,ფსიქოანალიტიკოსი, ნევროლოგი, ფილოსოფიის ბაკალავრი, ბავშვთა ფსიქოანალიტიკური ტრენერი და სუპერვიზორი ანალიტიკოსი

პროგრამა

საზაფხულო სკოლის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება შემდეგი ლექციები:
1. ანდრეას ბილგერი ( ულმი–გერმანია): ” გათამაშებადარეზონანსი, ინტერსუბიექტივიზმიფსიქოანალიტიკურშეპირისპირებაში” 
2. ვოუტერ გომპერტსი ( ამსტერდამი–ნიდერლანდები): ” გონებაშიარეკლილიმულტიკულტურულისაზოგადოება: პირველიდაბოლოთაობისეთნიკურიუმცირესობისემიგრანტთაფსიქოანალიტიკურიფსიქოთერაპიანიდერლანდებში” 
3. ხათუნა ივანიშვილიფსიქოანალიტიკოსი ( თბილისი– საქართველო): “ფსიქოთერაპიულიეთიკისსაზღვრებიდამისიადრეულიდარღვევებისისტორია “
4. პროფ. ჰორსტ კეხელე( ბერლინი– გერმანია): ფსიქოანალიტიკურიმკურნალობაობერსალზბერგისჩრდილში: ესეს–ისოფიცრისქალიშვილი“, 
5. ჰორსტკეხელე “ფსიქოთერაპიასაყოველთაოჯანდაცვისსისტემებში” 
6. სილვია ლეინიესე( რიგა– ლატვია): “ადრეულიტრავმისგავლენაბავშვისფსიქიკურფუნქციონირებასადაგანვითარებაზე“
7.. ნინომახაშვილითბილისი– საქართველო):”ტრავმისსერვისებისსისტემასასწრაფოდახმარებაში” 
8. გერტრაუდ შლეზინგერი-კიპ –კიპ( კასელი– გერმანია): “ერთიინტერვიუსშესაძლებლობანიდალიმიტებილტოლვილთაშემთხვევაშიგერმანიაში” 
9. დოქ. იააპ უბელსი (ამსტერდამი– ნიდერლანდები):”ეთნიკურიიდენტობა: ფსიქოანალიტიკურიფსიქოთერაპიაგანსხვავებულკულტურათაშორის“.
სკოლისმუშაობისპროცესშიჩატარდებალექცია– პრეზენტაციები, დისკუსიები, ჯგუფურიმუშაობა, კლინიკურიშემთხვევებისგანხილვა–ანალიზი, ტექსტებისშესწავლადამცირეჯგუფებშიმუშაობა, ფილმებისჩვენებადაფსიქოანალიტიკურიგანხილვა.

სკოლის  მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადორების ფსიქოთერაპევტები

მუშაობის სისტემა

  • მოწვეული მასწავლებლები დილას წაიკითხავენ   ლექციას,  რომელსაც თან ახლავს  თვალსაჩინო მასალები  და განმარტებები.
  • დილის  ლექციების შემდეგ მოხდება სტუდენტების დაყოფა 15-16 კაციან ჯგუფებად, სადაც  მასწავლებლების ხელმძღვანელობით   ჩატარდება  დისკუსიები   ლექციაზე განხილული საკითხების ირგვლივ.    ეს   აამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას, ასევე კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
  • ჯგუფური   მუშაობა –  სტუდენტების ჯგუფი ინდივიდუალურად დაამუშავებს სკოლის თემატიკასთან დაკავშირებულ  ფროიდის სტატიას   და  გაუზიარებს მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს.  ამ სახის მუშაობა უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის  მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
  • შემთხვევის ანალიზი –   საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების თერაპევტები წარმოადგენენ თერაპიული შემთხვევებს საკუთარი პრაქტიკიდან 15-16 კაციან ჯგუფებში. მასწავლებლები ჩაატარებენ ამ შემთხვევების ანალიზს ანუ სუპერვიზიას, რომლიც დროსაც   მოხდება სტუდენტების ჩართულობა,  კავშირების დანახვისა და ფაქტების დაფიქსირების  სწავლება. მასწავლებლებისა და თერაპევების მიერ მოხდება  მათთვის   ფსიქოპათოლოგიის, თერაპიული ეთიკის,  თერაპიული ტექნიკის ჩვენება.  

5.დამატებითი აქტივობა- მუშაობა ლიტერატურასთან:

საზაფხულო სკოლის მონაწილე სტუდენტებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ზიგმუნდ ფროიდის სტატიების გარჩევაში, სადაც გამოკვლეულია_ აგრესიის ბუნება,  მასობრივი პროცესები, რომლებიც  იწვევენ  აგრესიის აფეთქებებსა და ომებს.მსმენელები გაიგებენ,  თუ რა არის   გამოყენებითი ფსიქოანალიზი,  რომელიც  ფსიქოანალიტიკური კუთხით განიხილავს ხელოვნებას, სოციალურ და მასობრივ   პროცესებს.   დაესწრებიან  და ჩაერთვებიან მხატვრული და დაკუმენტური ფილმების ფსიქოანალიტიკურ განხილვაში.

სკოლის ხანგრძლივობა და მისი მონაწილეები

საზაფხულო ფსიქოანალიტიკური სკოლის ხანგრძილივობაა შვიდი დღე;

სკოლის მსმენელი იქნება   ოცდათხუტმეტი     ქართველი სტუდენტი;   სკოლის მუშაობაში   მონაწილეობას მიიღებენ       ფსიქოანალიზისა და კლინიკური ფსიქოლოგიის  შემსწავლელი გერმანელი და    ნიდერლანდელი სტუდენტები და ახალგაზრდა ფსიქოთერაპევტები.   

შესაძლებელია გახხილული იქნას შეზღუდული რაოდენობით დამატებითი მსმენელის მიღება ( როგორც ქართველი ასევე უცხოელი) კონკურსის  გარეშე- მათ შესაბამისი საფასური უნდა  გადაიხდონ

 

სკოლის აქტუალურობა

ფსიქოთერაპია  და, კერძოდ, ფსიქოანალიზი,  რთული პროფესიაა, რომელიც გარკვეული თანდაყოლილი და შეძენილ  უნარებს  საჭიროებს.  ფსიქოლოგიის  ფაკულტეტების ბევრი კურსდამთავრებული    ფიქრობს, აირჩიოს თუ არა   სწავლის დასრულების შემდეგ  პროფესიად ფსიქოთერაპიის სხვადასხვა სახეობა;    ბევრი მათგანი  ფსიქოანალიზისა და ფსიქოანალიტიკურად ორიენტირებული თერაპიების შესწავლითაა დაინტერესებული.  ფსიქოანალიტიკური მეთოდი უაღრესად    ეფექტურია  ფსიქიკური და ფსიქოსომატური დაავადებების  მკურნალობისათვის.  დროთა განმავლობაში მოდიფიცირებული   ფსიქოდინამიური ტექნიკები  სხვადასხვა სახის  ფსიქოპათოლოგიების მკურნალობას არის მორგებული.      

ევროპის ფსიქოთერაპევტთა  კოდექსში  ჩაწერილია:   “ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა, რომელსაც არა აქვს გავლილი კლინიკური და დამატებითი სპეციალიზირებული განათება, არ უნდა აიღოს თავის თავზე ფსიქოთერაპიული მკურნალობის  პასუხისმგებლობა.  გარკვეული ტექნიკით მომუშავე ფსიქოთერაპევტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც თეორიული მოზადება გაიარა მოცემული ტექნიკის ფარგლებში. ამასთანავე, მას უნდა ჰქონდეს გავლილი პრაქტიკული გამოცდილება სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ.

სანამ ახალგაზრდა სპეციალისტი  საბოლოო  გადწყვეტილებას  მიიღებდეს, მას გარკვეული გამოცდილება სჭირდება  ამ  გადაწყვეტილების სისწორეში  დასარწმუნებლად.  

ჩვენი პროექტი საშუალებას მისცემს   საქართველოს        უნივერსიტეტების   სტუდენტებს,   მიიღონ   ფსიქოანალიზისა და ფსიქოანალიტიკური  ფსიქოთერაპიის  თეორიის ცოდნა, კვლევის მეთოდების შესწავლა, ტექნიკის ფლობისა  და  პრაქტიკულ   უნარებზე დაკვირვების   უნარი  მაღალი კვალიფიკაციის  მქონე ფსიქოანალიტიკოსების მიერ  პროფესიონალი ფსიქოთერაპევტების  თერაპიული შემთხვევების განხილვის შედეგად.   სტუდენტებს  კარგად ესმით, რომ მხოლოდ ფსიქოლოგიური განათლება, რაც უნდა თანამედროვე და გამორჩეული იყოს ის, არ არის საკმარისი ფსიქოანალიზის ჩასატარებლად. საზაფხულო სკოლაში მოწვეული ფსიქოანალიტიკოსების ლექციები, სემინარები და სუპერვიზიები საშუალებას მისცემენ სტუდენტებს განავითარონ მსჯელობის, ანალიზის, დედუქციის უნარი,  შესძლონ   მიღებული ცოდნის სისტემატიზირება, განავითარონ   მისი  ტრანსფერული გამოყენების უნარი.

 

როგორ გავხდე საზაფხულო სკოლის მონაწილე?

საზაფხულო ფსიქოანალიტიკურ სკოლაშიმონაწილეობისათვის 35 საკონკურსოადგილია.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს უნივერსიტეტების ფსიქოლოგიისა და მედიცინის შემსწავლელ მაგისტრანტებს , დოქტორანტებს და ბაკალავრთა შეზღუდულ რაოდენობას  ( თითოუნივერსიტეტიდან 10 წარმატებულიბაკალავრი–ფაკულტეტისრეკომენდაციით. [ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში  სტუდენტების რაოდენობა შეზღუდული არაა ]

საზაფხულო სკოლის მსმენელი   კონკურსის შედეგად სამ ეტაპად შეირჩევა:

პირველ ეტაპზე    აუდიტორიის შერჩევა მოხდება საქართველოს  რამდენიმე უმაღლეს  სასწავლებელთან კოორდინირებით, სადაც ფსიქოლოგია  და მედიცინა  ისწავლება. თითოეული  სასწავლებელი    ადგილობრივად შეარჩევს  ბაკალავრიატის  საუკეთესო 10  სტუდენტს მათი  მაღალი აკადემიური მოსწრების, ანალიტიკური აზროვნების უნარისა და  ცოდნის გათვალისწინებით

მეორე ეტაპზე მონაწილეობის მსურველებმა   უნდა წარმოადგინონ მათ მიერ მომზადებული ესე. უპირატესობა მიენიჭებათ იმ ნაწერებს, სადაც სტრუქტურისებულად,    ნათლად  და   ორიგინალურად იქნება  გადმოცემული  ავტორის  აზრი. [ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტები კონკურსში მონაწილეობას იწყებენ პირდაპირ მეორე ეტაპიდან ]

მესამე  ეტაპზე ( საჭიროების შემთხვევაში ) მოხდება ზეპირი გასაუბრება იმ კონკურსანტებთან,  რომლებმაც  წარმატებით გადალახეს წინა ეტაპები.   [ რეგიონში მცხოვრებ   კონკურსანტებთან  გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს სკაიპის საშუალებით.]

საკონკურსოთემა ესესთვის:

I “ფსიქოანალიზი და ინტერკულტურალიზმი”
II “ტრავმა და საზოგადოება”
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს ერთერთი და 17 ივნისის ჩათვლით გაგზავნოს ელექტრონულ ფოსტებზე:
khatuna.ivanishvili@iliauni.edu.ge
Nino.makhashvili.1@iliauni.edu.ge
უპირატესობა მიეცემა იმ ნაწერებს, სადაც სტრუქტურირებულად,    ნათლად  და   ორიგინალურად იქნება  გადმოცემული  ავტორის  აზრი. ნაშრომში უნდა ჩანდეს, რომ ავტორმა იფიქრა და იმუშავა თავის თავზე,      ეცადა ორიგინალურად, ნათლად, დასაბუთებულად  გადმოეცა საკუთარი შეხედულება.      ამ  ნაშრომების შეირჩევა მოხდება  პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელისა და კოორდინატორის  მიერ.    სკოლაში  სამი საუკეთესო ნაშრომის  პრეზენტაცია    გაკეთდება.     სასურველია( არა სავალდებულო!),    კონკურსანტები ფლობდნენ  ინგლისურ  ენას. სტუდენტი უნდა იყოს დისციპლინირებული, რათა სასწავლო პროცესის მსვლელობა არ დაირღვეს.
გთხოვთ ნაშრომი გაგზავნოთ ორივე მისამართზე და თან დაურთოთ_ CV, უნივერსიტეტის ბეჭდით დამოწმებული ნიშნების ფურცელი.

კონკურსის საბოლოო შედეგები შედეგები გამოცხადდება 27 ივნისს. ( მესამე ეტაპის დანიშვნის შემთხვევაში 3 ივლისს)

ყურადღება !

საბოლოოდ     შერჩეულ  სტუდენტებს  სკოლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე ელექტრონულად დაურიგდებათ ქართულად თარგმნილი სასწავლო  მასალა,  რომელსაც აუცილებლად უნდა გაეცნონ.

განრიგი

gegma_1

gegma_2

gegma_3

gegma_4

gegma_5

gegma_6

gegma_7

gegma_8

კონტაქტი

კონტაქტი:
პროექტის კოორდინატორის ასისტენტი
ლევან გოგუაძე
levan.goguadze.1@iliauni.edu.ge
593 001 911